LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომუნალური გადასახადების გადავადებაზე ჯერ საუბარი არაა – ეკონომიკის მინისტრი

220
828081561-1337855026358712-129315451-o

საკითხი, რომ კომუნალური გადასახადები გადავადდება, ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი აცხადებს. მისივე განმარტებით, კომუნალური მომსახურების მიმწოდებელ კერძო კომპანიებსაც ძალიან რთული პერიოდი უდგათ.

„ძალიან კარგად გვესმის, რომ ვითარება არის საკმაოდ რთული. ბევრი ფინანსური პრობლემა დაგვიდგა ყველას, საქართველოს მოქალაქეებს, ძალიან კარგია, რომ ბანკები გაგებით ეკიდებიან ამას და სამი თვით ხდება სესხების რესტრუქტურირება. ასევე ის, რომ ჩვენ ბიზნესებს ვუწევთ შეღავათებს გვაძლევს საშუალებას, რომ ეს ადამიანები დასაქმებულები იყვნენ და ბიზნესებმა მაქსიმალურად შეინაჩუნონ თავისი მუშა მოსამსახურეები და გადაიხადონ ხელფასი. რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კომუნალური მომსახურების მომწოდებელი კომპანიები, მაგალითად, „თელასი“, „ენერგო -პრო“ თუ „თბილისის ენერჯი“, ესენი კერძო კომპანიები არიან და მათაც საკმაოდ რთული პერიოდი უდგას, როგორც სხვა ბიზნესს იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვთ გადასაჭრელი“, – განაცხადა თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები