LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომუნალური გადასახადების დაფარვაზე უარი 1000-ზე მეტმა მოქალაქემ თქვა

291
INE

გუშინდელი მონაცემებით, კომუნალური გადასახადების სახელმწიფოს მიერ დაფარვაზე უარი 1156 აბონენტმა თქვა.

მოქალაქეებს, რომლებზეც ვრცელდება მთავრობის სუბსიდია კომუნალურ შეღავათებთან დაკავშირებით, თუმცა მათ სურთ, სოლიდარობის ნიშნად,  არ ისარგებლონ ამ შეღავათით, საკუთარი გადაწყვეტილების დაფიქსირება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) ვებგვერდზე – www.gnerc.org/ge/covid-19 შეუძლიათ.

შეგახსენებთ, იქიდან გამომდინარე, რომ კომუნალური შეღავათი გათვლილია სამი თვის (მარტი, აპრილი, მაისი) განმავლობაში მოხმარებულ ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე, მოქალაქეებს შეუძლიათ, კომუნალურ შეღავათებზე უარი დააფიქსირონ როგორც ყოველთვიურად – ყოველ თვეზე ცალ-ცალკე, ისე ერთიანად- სამივე თვეზეც..

მარტის თვის გადასახადის შემთხვევაში, უარის დაფიქსირების ბოლო ვადაა 2020 წლის 11 აპრილი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები