LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანიის სახელით ყალბი შეთავაზება ვრცელდება – „ენერგო-პრო ჯორჯია“

123
ენერგო პრო ჯორჯია

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ სახელით სოციალურ ქსელებსა და ვიდეო პლატფორმებზე კვლავ ვრცელდება ყალბი სარეკლამო განცხადება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიდეოს გამოჩენისთანავე, 11 იანვარს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“იურიდიულმა დეპარტამენტმა შეტყობინება გააგზავნა შსს-ს კიბერუსაფრთხოების ცხელ ხაზზე.

„ოფიციალური წერილი გაიგზავნა ასევე შსს-ს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტში. თაღლითური სქემის ავტორები კლასიკური ფინანსური პირამიდის მეშვეობით ცდილობენ თანხების მიზიდვას. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ კატეგორიულად აცხადებს, რომ გავრცელებული განცხადება ყალბია და არანაირი შეხება არ აქვს კომპანიის საქმიანობასთან.

გავრცელებულ ვირუსულ ვიდეოში საქართველოს მოქალაქეებს და ქვეყნის სტუმრებს რუსულ ენაზე მოუწოდებენ თანხის ჩადებას გაურკვეველ ფინანსურ ოპერაციაში. ენერგოკომპანია მოქალაქეებს მოუწოდებს, არ წამოეგონ მსგავს თაღლითურ შემოთავაზებებს და არ დარეგისტრირდნენ მათ პლატფორმაზე. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია, რომელიც ევროკავშირის ქვეყანას წარმოადგენს საქართველოში. ის არის ჩეხური კომპანიის ნაწილი, რომელიც ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანაში და მის ფარგლებსგარეთ საქმიანობს ენერგეტიკულ სფეროში. „ენერგო-პრო ჯორჯია“ ასევე არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი კომპანია საქართველოში“, – აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები