LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანიასა და შემოსავლების სამსახურს შორის გამარტივდება და გაუქმდება მთელი რიგი ტრანზაქციები

158
შემოსავლების სამსახური

გამარტივდება და გაუქმდება მთელი რიგი ტრანზაქციები კომპანიასა და შემოსავლების სამსახურს შორის, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას. მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო მუშაობს ინოვაციურ რეფორმებზე მეგობრული საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებით.

„ნული ფანჯრის პრინციპი არის პროექტი, რომლის რეალიზაციაზეც მუშაობს ფინანსთა სამინისტრო. ეს გულისხმობს საგადასახადო დეკლარირების პროცესის სრულ ავტომატიზაციას, სადაც დაინერგება ავტომატური დეკლარირების აღრიცხვის სისტემები, როდესაც ბიზნეს-ტრანზაქციის დროს, თანხის ჩარიცხვისას, ავტომატურად მოხდება გადასახადის გადახდაც და თანხის დეკლარირებაც. შედეგად, გაქრება გადახდისა და დეკლარირების რუტინული პროცედურა და დაიზოგება რესურსი, განულდება შეცდომის რისკი და შემცირდება არაკეთილსინდისიერი პრაქტიკები“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია საგადასახადო დავების რეფორმა, რომლის მიზანია, დავების სისტემის არსებითად გაუმჯობესება – ფინანსთა სამინისტროს სისტემიდან დაწყებული, სასამართლოს ბოლო ინსტანციით დამთავრებული.

„უფრო მეტად დამოუკიდებელი, ობიექტური და კარგად არგუმენტირებული გადაწყვეტილება შეამცირებს შემდგომი გასაჩივრების საჭიროებას და მეორე მხრივ, დაეხმარება დავების სწრაფ განხილვას სასამართლოში. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია და ამ რეფორმის შედეგი იქნება კეთილსინდისიერი გადამხდელებისთვის უფრო ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს შექმნა“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები