12-14 აგვისტოს, ბათუმი რიგით 15-ე ჯაზფესტივალს უმასპინძლებს. ორგანიზატორები, აჭარის რეგიონის სტუმრებს, როგორც ყოველთვის განსაკუთრებულ საღამოებს პირდებიან. საიუბილეო ფესტივალის სამი დაუვიწყარი დღის სტუმრები მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან. წელს ჯაზფესტივალს სტუმრობენ:
- 12 აგვისტო – „ბორის ბენდ კომბინეიშენი“ (Boris Band Combination)
„ნექსთ მუვმენთ“ (The Next Moovement )
- 13 აგვისტო – ელ მაკეი & „ერს, ვინდ ენდ ფაია ექსპერიენსი“ (Al McKay´s Earth Wind & Fire Experience)
- 14 აგვისტო – ქენდი დალფერი და მისი ბენდი (Candy Dulfer & Band)
- ფესტივალის ჩატარების ადგილი – ბათუმის ტენისის კლუბი
- ყოველი დღის ბოლოს ჯემსეიშენს უმასპინძლებს ფესტივალის ოფიციალური პარტნიორი კლუბი „ივერია ბიჩი“
ფესტივალის სამივე დღეს კარი გაიღება 20.00 საათზე, კონცერტები კი 21.00 საათზე დაიწყება.
- საიუბილეო ფესტივალის გენერალური სპონსორი – თიბისი კონცეპტი.
- შავი ზღვის ჯაზფესტივალის ტრადიციული მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო
- მხარდამჭერები ბათუმის მერია, ჩეხეთის საელჩო, ჩეხეთის კულტურის ცენტრი
- ფესტივალს სპონსორობას უწევს „აპარტ დეველოპმენტი“
- მასპინძელი რესტორანი „პორტო ფრანკო“ და კაფე „პრივეტ იზ ბატუმი“
- საინფორმაციო მხარდაჭერა: იმედი TV, რადიო ფორტუნა, რადიო უცნობი, ონლაინ ჟურნალი ge, ინტერნეტ გამოცემა „ბათუმელები“, სარეკლამო სააგენტო „ალმა“
- ფესტივალს ტექნიკურ მხარდაჭერას უწევენ: „საუნდ სითი“ და „ემ ეს ლაითსი“
- ორგანიზატორი კომპანია „ისთერნ პრომოუშენსი“
ბილეთები გაიყიდება www.tkt.ge-ზე. თიბისი კონცეპტ ვიზა ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი ქეშბექი, ხოლო თიბისი ვიზა ბარათის მფლობელებისთვის 10%-იანი ქეშბექი.