LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია “ტრანსმშენი” ჭავჭავაძეზე მომხდარ შემთხვევაზე პასუხისმგებლობას ქვეკონტრაქტორს აკისრებს

179
F2952022-673F-4A36-B93F-557443D2CFA7

კომპანია „ტრანსმშენი“, რომელიც ჭავჭავაძის #5-ში მშენებლობას ახორციელებდა, აცხადებს, რომ ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის ვალდებულება კომპანიის მიერ დაქირავებულ ქვეკონტრაქტორს ეკისრებოდა.

„ტრანსმშენის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გარდაცვლილები ქვეკონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები იყვნენ.

„კომპანია „ტრანსმშენი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჭავჭავაძის #5-ში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ აღნიშნული ობიექტის კონკრეტულ მონაკვეთზე მიმდინარე სპეციფიკური სამუშაოების გამო, კომპანიას დაქირავებული ჰყავდა ქვეკონტრაქტორი კომპანია, რომელსაც გააჩნია დიდი და მრავალწლიანი გამოცდილება ამ ტიპის სამუშაოების წარმოებაში და რომელიც გაფორმებული ხელშეკრულებით, პასუხისმგებელი იყო ამ სამუშაოების წარმოების დროს სამუშაო მონაკვეთზე დაეცვა უსაფრთხოების ნორმები.

გარდაცვლილი თანამშრომლები იყვნენ ქვეკონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილების ოჯახებს ამ უაღრესად დიდ დანაკლისს. გამოვთქვამთ სრულ მზაობას, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან,“ – ნათქვამია განცხადებაში.

ჭავჭავაძეზე, სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას ჩამოშლილმა მიწის მასამ გუშინ, ორი ადამიანი მოიყოლა. ერთი მუშის ცხედარი მაშველებმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში იპოვეს, მეორე კი მხოლოდ 8 საათიანი ძებნის შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები