LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია Toyota 50 მილიონს „ტვინში“ იხდის

33

კომპანია „Toyota”-ს მესვეურები რატომღაც დარწმუნებულები არიან, რომ მგზავრობის უსაფრთხოების საკითხების გადაჭრაში, ხელოვნური ინტელექტი დაეხმარებათ და მზად არიან ამისათვის 50 მილიონი ევრო გადაიხადონ.

პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას იღებენ სტენფორდისა და მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ტექნოლოგები. 5 წლის გამნავლობაში, იაპონური კომპანია, ორივე უნივერსიტეტს ჯამში 50 მილიო დოლარს გადაურიცხავს.

როგორც „Toyota”-ს მენეჯერი კიოტაკა ისე აცხადებს, კომპანიის მესვეურები ცდილობენ შექმნან დამხმარე, რომელიც ადამიანის მგზავრობას უფრო კომფორტულს და სასიამოვნოს გახდის. გარდა ამისა, პროექტში მონაწილე მეცნიერები ამბობენ იმასაც, რომ ხელოვნური ინტელექტი განვითარების მაღალ საფეხურზე იმყოფება და პროექტი, ძალიან მალე, რეალობად გადაიქცევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები