კომპანია Mitsubishi Motors-მა Shogun Sport-ის, იგივე Pajero Sport-ის ყველგანმავალი ვერსია წარმოადგინა. ავტომობილს უკანა სავარძლები არ აქვს. სიახლის პრემიერა ბრიტანულ ბირმინგემში, კომერციული ტრანსპორტის გამოფენაზე შედგა.
Mitsubishi Shogun Sport-ის კომერციული ვარიანტი ჩვეულებრივი ყველგანმავალისგან 1 500 ლიტრიანი საბარგო განყოფილებით განსხვავდება. ის მხოლოდ გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზეა ხელმისაწვდომი. სიახლე 2,4 ლიტრიანი დიზელის ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 181 ცხენის ძალას ავითარებს. ის რვა დიაპაზონიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფსა და სრულ ამძრავს Super Select II-ს ერწყმის.
სტანდარტულ აღჭურვილობაში ასევე შედის: ტყავის სავარძლები გათბობითა და ელექტრორეგულირებით, ორ ზონიანი კლიმატ-კონტროლი, აუდიო სისტემა 510 ვატიანი ხმის გამაძლიერებლით, მულტიმედიური კომპლექსი Apple CarPlay-სა და Android Auto-ს მხარდაჭერით.
Mitsubishi Shogun Sport Commercial დაკომპლექტებულია ადაპტირებული კრუიზ კონტროლით, შეჯახების საწინააღმდეგო სისტემითა და გარშემო ხედვის კამერებით.