LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია MINI-მ ახალი მოდელები წარმოადგინა

22

კომპანია MINI არ აპირებს Paceman-ის პირდაპირი ხაზის გაგრძელებას. მოდელის ნაცვლად, ბრიტანული ავტომწარმოებელი 5 კარიანი ყველგანმავალის გამოშვებას გეგმავს, რომელიც Countryman-ის ხაზიდან იქნება. ამის შესახებ BMW-ს შეფ-დიზაინერმა Auto Express–თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. აღსანიშნავია, რომ BMW კომპანია MINI-ის თანამფლობელია.

ახალი მოდელი აგებული იქნება ცნობილ პლათფორმაზე – UKL 1, რომელიც გამოყენებული იყო MINI-ის ბოლო პერიოდის თითქმის ყველა მოდელში. ახალი ,,ლამაზმანის’’ ძრავი ზუსტად იგივე იქნება, რაც Countryman-ის მოდელს ჰქონდა. 4 ცილინდრიანი აგრეგატი 192 ცხენის ძალის სიმძლავრით აღიჭურვება.

აღსანიშნავია, რომ Countryman-ის მორიგი მოდელი, რომელიც Paceman-ს ჩაანაცვლებს, ჰიბრიდული იქნება და აღჭურვილი იქნება 1.5 ლიტრიანი ძრავით, ელექტროგამწევით და ექვსდიაპაზონიანი ავტომატიკით, რომელიც ლი-აიონ ბატარეებზე იმუშავებს. სიმძლავრე 224 ცხენის ძალის სიმძლავრეს შეადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები