ბრიტანული კომპანია ”Lotus” 1970 წლის შემდეგ მოგებას პირველად მიიღებს. ამის შესახებ ავტომწარმოებლის ხელმძღვანელზე, ჟან მარკ ჟალეზე დაყრდნობით გამოცემა Auto Express წერს.
”Lotus”-ის წარმატება აშშ-ს ბაზარზე სპორტქარ Evora 400-ის გაყიდვების დაწყებამ განაპირობა. მოდელი ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე აგვისტოს თვეში გავიდა და ახლა კომპანია იღებს შეკვეთებს, რომლებსაც კლიენტები 2017 წლის მარტამდე ვერ მიიღებენ. ჟალეს განცხადებით, მათი მოგება პერსონალის შემცირებას და წარმოების მოცულობის გაზრდასაც უკავშირდება.
”დღეისათვის დაახლოებით 800 თანამშრომელი გვყავს, ყოვეწლიურად კი 2000 ავტომობილს ვაწყობთ. ამასთან, ავტომობილების ხარისხი ბევრად მაღალია, ვიდრე წინათ იყო”, – განაცხადა ჟალემ. საინტერესოა, რომ მისი ”Lotus”-ში მისვლისას კომპანიაში 1200 თანამშრომელი მუშაობდა და წელიწადში 1200-მდე ავტომობილს უშვებდნენ.