LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია JBS-ზე განხორციელებული კიბერთავდასხმის უკან რუსული კიბერ-კრიმინალური დაჯგუფება დგას: FBI

60
Untitled design (1)

ხორცის მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია JBS-ზე კიბერთავდასხმაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო რუსეთთან დაკავშირებულ ჯგუფს ადანაშაულებს.

FBI-ში აცხადებენ, რომ ბიურო მუშაობს, რათა ჯგუფმა REvil საკუთარ ქმედებებზე პასუხი აგოს:

“ჩვენ JBS-ზე თავდასხმა REvil-ის ჯგუფის ხელწერას მივაკუთვნეთ. გულმოდგინედ ვმუშაობთ, რათა ჯგუფმა საფრთხის შექმნისთვის პასუხი აგოს.” – აღნიშნულია ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თეთრი სახლის ადმინისტრაციაში გუშინ განაცხადეს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი რუს კოლეგასთან შეხვედრაზე კიბერთავდასხმის საკითხს განიხილავს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ უმსხვილესი ხორცპროდუქტების კომპანიის, JBS-ის ფილიალებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა.

მორიგ მასშტაბურ კიბერთავდასხმაში რუსი ჰაკერები არიან ეჭვმიტანილნი

ჰაკერული თავდასხმის შედეგად გაითიშა კომპანიის კომპიუტერული სისტემები და შეფერხდა მუშაობა ამერიკასა და ავსტრალიაში.

თავდამსხმელებმა სისტემის აღსადგენად, გამოსასყიდის სახით 4 მილიონი დოლარი მოითხოვეს. კომპანიაში ამ დრომდე არ განუცხადებიათ – გადაუხადეს თუ არა დანაშაულებრივ ორგანიზაციას გამოსასყიდი.

კომპანიაში აცხადებენ, რომ აშშ-ში ხორცის შეფუთვის ოპერაციებს ხუთშაბათიდან განაახლებენ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები