LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია Jaguar-ი ახალი იმიჯისთვის კოლოსალური თანხის დახარჯვას გეგმავს

17

ალიანსი Jaguar Land Rover (JLR) ახალი იმიჯის შემუშავებისთვის 1 მილიარდი სტერლინგის დახარჯვას გეგმავს, რაც 1.32 მილიარდი დოლარის ექვივალენტია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Auto Express აქვეყნებს.

ბოლო რამდენიმე წელი JLR მნიშვნელოვნად ანახლებდა საკუთარ საავტორო ხაზს, უშვებდა უამრავ ახალ მოდელს, როგორიცაა Jaguar XE, F-Type და F-Pace, ასევე Range Rover Evoque. სწორედ ამხელა ფინანსური რესურსების ჩადებით ბრენდმა – Jaguar-მა მე-13, ხოლო Land Rover-მა 25-ე ადგილი დაიკავა Drive Power-ის რეიტინგში.

2018 წელს, ალიანსი JLR და მისი დილერები აქტიურად გეგმავენ 1 მილიარდი ფუნტის ჩადებას პოზიციების გასაუმჯობესებლად. კომპანიის გათვლებით აღნიშნული ინვესტიციის წყალობით 2020 წლისთვის, შოუ-რუმების 90% უკვე სწორედ აღნიშნული ფირმების მოდელებს გაყიდის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები