LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია ფორდმა ახალი Focus RS წარმოადგინა

41

ფრანკფურტის ავტოშოუზე კომპანია ფორდმა ახალი Focus RS წარმოადგინა, რომელიც ისტორიაში ყველაზე სწრაფი RS მოდელის სახელით ჩაიწერება. რით არის განსხვავებული წინამორბედებისგან?

საქმე იმაშია, რომ მესამე თაობის Focus RS 100კმ/სთ-ს 4.7 წამში ანვითარებს, რაც ფორდის კონკურენტებზე Golf R და Subaru WRX STI-ზე უკეთესი შედეგია.  სწორედ ამიტომ, ახალი RS-ი ყველაზე სწრაფია მის წინამორბედებს შორის.

 

 

ახალი თაობის Ford Focus-ს კაპოტქვეშ მოთავსებული აქვს 2.3 ლიტრიანი, ეკობუსტ ძრავი, რომლის სიმძლავრეც 350 ცხენის ძალას შეადგენს. მაქსიმალური სიჩქარე 266 კმ/სთ-ა. გარდა ამისა, ავტომობილს აქვს „ჯადოსნური“ ღილაკი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც 15 წამის განმავლობაში ნიუტონმეტრს 440დან 470მდე ზრდის.

 

 

 

გარდა ამისა ახალ მოდელში დამატებულია ლანჩ კონტროლი, რომელსაც მძღოლი სურვილისამებრ რთავს მენიუდან. შესაბამისად ავტომობილის კომპიუტერული სისტემა, თავად არეგულირებს ავტომობილის დაძვრას და აქსელერაციას, გარდა ამისა აბსოლუტურ ოპტიმიზაციას უკეთებს ძრავს, რაც ავტომობილს დამატებით კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს მატებს.

 

 

გარდა ამისა, თითქმის მთლიანად არის გაუმჯობესებული ავტომობილის ექსტერიერიც. რაც შეეხება საბაზრო ღირებულებას, ის 43ათასი დოლარი ეღირება და გაყიდვაში 2016 წლის დასაწყისში ჩაეშვება.

 

2016-Ford-Focus-RS-02

2016-Ford-Focus-RS-03

2016-Ford-Focus-RS-04

2016-Ford-Focus-RS-06

2016-Ford-Focus-RS-07

2016-Ford-Focus-RS-09

2016-Ford-Focus-RS-010

2016-Ford-Focus-RS-011

2016-Ford-Focus-RS-013

 

 

იხილეთ სარეკლამო ვიდეო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები