LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია Ford-მა გადაწყვიტა, მარკის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი არტეფაქტი მოძებნოს

38

კომპანია Ford გეგმავს მარკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არტეფაქტი მოძებნოს – მინის თასი პუნშისთვის, რომელიც ჰენრი ფორდმა 1901 წელს გროს პუენტეში, რბოლაში გამარჯვებისას მიიღო. სწორედ ამ გამარჯვებამ უბიძგა ფორდს Ford Motor-ი შეექმნა.

რბოლა, რომელიც Detroit Driving Club-ის ორგანიზებით გაიმართა, 1901 წლის 10 ოქტომბერს შედგა. მისი ფავორიტი ინჟინერი და კომპანია Winton Motor Carriage-ის დამფუძნებელი ალექსანდრ უინტონი იყო. გამარჯვებულისთვის უინტონის პირადმა მენეჯერმა პრიზი თავად აირჩია, რადგან დარწმუნებული იყო მის გამარჯვებაში.

თუმცა, უინტონს ავტომობილი დაუზიანდა და გამარჯვება ვერ შეძლო, ფორდზე კი პრესა და ინვესტორები ალაპარაკდნენ. მიღებული საპრიზო თანხა 1 000 დოლარი, რომელიც დღევანდელი კურსით 29 000 დოლარია, ახალი კომპანიის ჩამოყალიბებისთვის პირველი ინვესტიცია გახდა. ხოლო პუნშის თასმა ფეირ ლეინის ვესტიბულში საპატიო ადგილი დაიკავა.

1950 წელს, ფორდის მეუღლის, კლარას გარდაცვალების შემდეგ, მათმა შვილებმა თასი აუქციონზე გაყიდეს. მაშინ ის 70 დოლარი ღირდა. მყიდველი კი ყვავილების მაღაზიის მფლობელი გახდა. ჰენრი ფორდის შვილთაშვილის, ედსელ ფორდ მეორეს თქმით, შესაძლოა თასი სამუდამოდ დაიკარგა, რადგან ის ყვავილების მაღაზია დიდი ხანია უკვე აღარ არის.

2003 წელს, Ford-ის კალიფორნიელმა დილერმა იმ ადამიანს, ვინც თასს მოძებნიდა, ყველგანმავალი Ford Expedition აღუთქვა, თუმცა ასეთი ადამიანი არ მოიძებნა.

2018 წელს, ფირმის ხელმძღვანელობა თასის სანაცვლოდ ისევ ავტომობილს იძლევა. თუმცა, აუცილებელია იმ დოკუმენტების წარდგენაც, რომლებიც მის სინამდვილეს ადასტურებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები