LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია „დიო“-მ საქართველოში დარჩენილ უკრაინელებს ქართული ნობათი და ფულადი საჩუქრები გადასცა

63
cover

კომპანია „დიო“-მ საქართველოში დარჩენილ უკრაინის 20 მოქალაქეს ქართული ნობათით დახუნძლულ ჩანთებთან ერთად, ფულადი საჩუქრები გადასცა. „დიო“-ს თანამშრომლები სასტუმროში განთავსებულ უკრაინელებს ესტუმრნენ, მხარდაჭერა, მზადყოფნა და მათ მიმართ სოლიდარობა გამოთქვეს, ამავდროულად, ქალბატონებს „ქალთა დღე“ სასაჩუქრე ნაკრებთან ერთად, სიმბოლური თაიგულით მიულოცეს, ხოლო მამაკაცებს ქართული ღვინო გადასცეს.

„ჩვენ მუდმივად, სრული პასუხისმგებლობით ვცდილობთ მათ მხარდაჭერას. ასეთ რთულ დროს, ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია შესაძლებლობის ფარგლებში, მათი კეთილდღეობისთვის საკუთარი წვლილის შეტანა. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, ერთობლივი სულისკვეთებით მათი ურთულესი ვითარების შემსუბუქებას მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ. ჩვენთვის მათი სიძლიერე, ერთიანობა, პატრიოტიზმი ნამდვილად სამაგალითოა, ვუსურვებთ მშვიდობას, გამძლეობას, სევდიან თვალებში კვლავ სიხარულის ნაპერწკლის ანთებასა და საკუთარ სამშობლოში მალე დაბრუნებას! ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სიკეთისა და სოლიდარობის ქვეშ გაერთიანებაა,“ – აცხადებენ კომპანია „დიო“-ში.

შეგახსენებთ, კომპანია „დიო“-ს გუნდის წევრები მკაფიოდ ერთიანდებიან უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის გამოხატვის კუთხით. Слава Україні! Героям слава!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები