LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია Cyanogen კრიზისს განიცდის

17

Android-ის ბაზაზე შექმნილი ROM-ის (CyanogenMod) ავტორი, კომპანია Cyanogen Inc. კრიზისს განიცდის. კომპანია განსაკუთრებით პოპულარული 2014 წლის მეორე ნახევარში გახდა, როცა Cyanogen OS-ის გამოყენება ოფიციალურმა სმართფონების მწარმოებლებმა აქტიურად დაიწყეს. სამწუხაროდ Cyanogen-მა მიღწეული წარმატების შემდეგ მოულოდნელი უკუსვლა დაიწყო.

ვერც Microsoft-ის დაფინანსებამ და ვერც სხვადასხვა ჩინური დონორების დახმარებამ, კომპანია ამ კრიზისისგან ვერ იხსნა.

გამოცემა Re/Code და Android Police ავრცელებს ინფორმაციას, რომ Cyanogen Inc ძალიან დიდი რეორგანიზაციის პროცესშია, რის გამოც კომპანიის თანამშრომლების 20% სამსახურის გარეშე დარჩა.

კომპანიის კრიზისის მიზეზად შეიძლება სტრატეგიულად არასახარბიელო სვლები დავასახელოთ. თუმცა ოფიციალური ინფორმაცია კორპორაციის გაკოტრებასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არ გავრცელებულა. აღსანიშნავია, რომ Cyanogen Inc.-ში მიმდინარე მოვლენები ოპერაციულ სისტემაზეც აისახება და დეველოპერული სამუშაოები Cyanogen OS-ზე დროებით შეჩერებულია.

რა ბედი ეწევა კომპანიას, ვინ იყიდის ან რა მიმართულებით დაიწყებს განვითარებს ჯერ-ჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები