LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია Corning-მა ახალი Gorilla Glass 5 წარმოადგინა

55

ცნობილი, ნაკაწრებგამძლე შუშების მწარმოებელმა კომპანია – Corning-მა, Gorilla Glass 5 წარმოადგინა.

კომპანიის მიერ შემუშავებული შუშები ძირითადად კომპიუტერულ ტექნიკაში ან სმარტფონებში გამოიყენება.

მწარმოებლის განცხადებით, შუშა გაცილებით გამძლე გახდა და, Gorilla Glass 4-სგან განსხვავებით, მისი კაწვრის ან მსხვრევის რისკები ფაქტიურად განახევრებულია .

თუ Gorilla Glass 4 მხოლოდ 1 მეტრიდან ვარდნას უძლებდა, Gorilla Glass 5 ფაქტიურად 0.6-ით გაზრდილი მანძილიდან (1.6 მ) ნებისმიერ ზედაპირზე ვარდნის შემთხვევაშიც არ დაზიანდება.

Gorilla Glass 5-ის შექმნა კომპანიამ გარკვეული დაკვირვების შედეგად გადაწყვიტა:

მწარმოებლის სპეციალისტების განცხადებით, მომხმარებლების უმეტესობა ყოველწლიურად ეკრანის დაკაწვრასა და სმარტფონის დისფლეის გატეხვას უჩივის. შესაბამისად შუშის დაცულობისა და გამძლეობის მოთხოვნილება გაცილებით გაიზარდა.

კომპანია Corning-მა განახლებული შუშის ტექნოლოგიური დამუშავების შემდეგ, შთამბეჭდავი ვიდეო წარმოადგინა.

გთავაზობთ ვიდეოს:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები