საავტომობილო დეტალების მომწოდებელმა კომპანია Bosch-მა ახალი ტექნოლოგია წარმოადგინა, რომელიც საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად შემცირდეს აზოტის ოქსიდის გამოყოფა დიზელის ძრავიანი ავტომობილების მიერ. გადაწყვეტილება მკაცრი კანონმდებლობის ჩარჩოებშიც მოექცევა და ამავდროულად დიზელის ძრავს ერთ-ერთ ყველაზე ეკოლოგიურს გახდის.
ტექნოლოგიის ძირითადი მიზანი, რომელსაც აქტიური თერმორეგულირება ქვია, გამონაბოლქვი აირების რეცირკულაციის სისტემაში (EGR) ოპტიმალური ტემპერატურის შენარჩუნებაა. ყველაზე ეფქტურად ის 200 გრადუს ცელსიუსზე მუშაობს, რაც ქალაქის პირობებში, დაბალ ბრუნებზე მუშაობისას რთულად მისაღწევია.
Bosch-ის შეთავაზება შემდეგში მდგომარეობს: მოხდეს EGR-ის ძრავთან რაც შეიძლება ახლოს გადატანა, რომ ტემეპრატურის დანაკარგი მინიმუმამდე დავიდეს, ასევე დარეგულირდეს გამონაბოლქვი აირების მოძრაობის მიმართულება. ეს Nox-ს კილომეტრზე 13 მილიგრამამდე შეამცირებს, დღეისათვის კი კილომეტრზე 168 მილიგრამიანი შეზღუდვა მოქმედებს.
2020 წლისთვის ძალაში ახალი მოთხოვნები შედის, რომლებიც მავნე გამონაბოლქვის დონეს 120 მილიგრამამდე შეზღუდავს. კომპანია Bosch-მა უკვე შეძლო 40 მილიგრამამდე ჩამოსვლა. ასეთი შედეგი სატესტო პროტოტიპმა VW Golf TDI-ის ბაზაზე აჩვენა.