LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია BMW-მ ახალი ქროსოვერი X2 წარმოადგინა

47

კომპანია BMW-მ ახალი კომპაქტური კროსოვერი წარმოადგინა. პროტოტიპი, რომლის სახელიცაა X2, პარიზის ავტოსალონზე გამოჩნდა. ოფიციალურმა მხარემ ტექნიკური მახასიათებლების ცნობები არ წარმოადგინა. გამოცემა Autocar ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მოდელის სიგრძე 4439 მმ-ია, სიგანე 1821, ხოლო სიმაღლე 1598 მმ-ით განისაზღვრა. ამ მონაცემებით იგი X1-ზე 14 მმ-ით მოკლეა.

X2-ის მეორე ქროსოვერი იქნება სერიაში, რომელიც გერმანულმა კომპანიამ წელს წარმოადგინა. იგი აგებულია სპეციალურ პლათფორმაზე – UKL. ავტომობილი იყენებს შასის, რომელიც გამოყენებული იქნა X1-სა და 2-Series Active Tourer-ის მოდელებში. მოსალოდნელია, რომ ახალი ,,ლამაზმანი’’ გაყიდვაში 2018 წელს გამოჩნდება. რაც შეეხება მისი ძრავის ტიპებს, მოდელი ორი ვარიანტის გამწევითაა წარმოდგენილი:

პირველი – ბენზინის აგრეგატი, რომელიც 2 ლიტრის ტევადობისაა და 191 ცხენის ძალის სიმძლავრითაა განსაზღვრული;

მეორე – დიზელის ტიპის ძრავით, რომელიც რამდენიმე ვარიანტისაა. 150, 190 და 230 სიმძლავრის დიზელის ტიპის აგრეგატები, ასევე 2 ლიტრის ტევადობისაა და ექვსიჩქარიან გადაცემათა კოლოფითა და მექანიკურ ან ავტომატური სისტემებითაა წარმოდგენილი.

არაა გამორიცხული, რომ მოდელის ინტერიერი მთლიანად ნასესხები იყოს X1-ისგან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები