LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია ბარაქამ კაჭრეთის ამბასადორში მევენახეებს უმასპინძლა

306
conference (142)

კომპანია “ბარაქა” უკვე ოთხი წელია აგრობიზნესში მოღვაწეობს და ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო სერვისების სრულ სპექტრს სთავაზობს, კერძოდ კი: უმაღლესი ხარისხის აგროპროდუქციას, საცდელ-სადემონსტრაციო მეურნეობებს, გრძელვადიან კონსულტაციას და აგრონომების მომსახურებას, მუდმივ ზრუნვასა და უკუკავშირს მათი ბარაქიანი მოსავლის უზრუნველყოფისათვის. კომპანიამ 12 ნოემბერს კაჭრეთის ამბასადორში მევენახეებს უმასპინძლა და ბრენდის შესახებ სიახლეები გააცნო.

პრეზენტაციაზე “ბარაქამ” მარნეულში, ზუგდიდში, ყვარელსა და გორში ახალი მაღაზიების გახსნა დააანონსა. კაჭრეთში ჩატარებულ ღონისძიებას ესწრებოდნენ სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის მევენახეები და ისეთი დიდი კომპანიის წევრები, როგორიცაა: ბადაგონი, მეღვინეობა ხარება, თელიანი ველი, ოროველა, ქართული ღვინისა და ალკოჰოკური სასმელების კომპანია და სხვა.

პრეზენტაციაზე “ბარაქამ” მიმოიხილა როგორც განვლილი წლები, ისე არსებულ მიღწევები და სამომავლო მიზნები. ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ ევროპელი პარტნიორები. საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებმა იმ ინოვაციურ აგროპროდუქტებზე ისაუბრეს, რომლის შეძენის შესაძლებლობა “ბარაქას” მომხმარებელს ახალ მაღაზიათა ქსელში ექნება. ინფორმაციული ნაწილის დასასრულს სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები და მთელ რიგ საკითხებზე რჩევები სფეროს პროფესიონალებისგან მიეღოთ.

 

რა სერვისებს სთავაზობს კომპანია „ბარაქა“ ფერმერებს, როგორია მის პორტფოლიოში არსებული პროდუქტების ჩამონათვალი და რა სამომავლო გეგმები აქვს კომპანიას – „ფორტუნას“ სტუმარია  „ბარაქას“ დირექტორი იოსებ მეფარიშვილი:

„კომპანია “ბარაქა” როგორც ბრენდი, შედარებით ახალია ფერმერებისთვის, თუმცა სოფლის მეურნეობის დარგში მრავალი წლის გამოცდილება გვაქვს და ახლაც ვცდილობთ, მრავალწლიანი შრომის შედეგად შემოვიტანოთ ახალი ტექნოლოგიები და მიდგომები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ფერმერებს დაეხმარება, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ მაღალი და ხარისხიანი მოსავალი. ამისთვის ჩვენ ვაწყობთ ასეთ შეხვედრებს ფერმერებთან.

მოწვეული გვყავდა ღვინის მწარმოებელი, მევენახე ფერმერები. ორი დღის წინ მეატმე ფერმერებიც მოვიწვიეთ და ასეთი შეხვედრებით ვცდილობთ, მაქსიმალურად სწრაფ რეჟიმში გადავცეთ ის ტექნოლოგიები, რომლებსაც ჩვენს საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებში გამოვცდით და ვამუშავებთ. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ, რაც შეიძლება უახლესი ინფორმაციით მოვამარაგოთ ჩვენი ფერმერები.

ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ კომპანიაში მოვიწვიეთ ახალგაზრდა აგრონომები, რომელთა უმეტესობა არის სტუდენტი და ვცდილობთ, გავზარდოთ ისინი, რომ საქართველოში იყოს რაც შეიძლება მეტი გამოცდილი, მცოდნე სპეციალისტი, რადგან ასეთ ცოდნასა და პროფესიონალურ მიდგომაზე ძალიან დიდი მოთხოვნაა დღეს.

ჩვენ, საბოლოო ჯამში, გვიწევს გარკვეული კრიტერიუმებით შევარჩიოთ ამ ფერმერების კატეგორია, გამომდინარე იქიდან, რომ შეზღუდული გვაქვს სპეციალისტების რაოდენობა, დრო და რესურსი, შესაბამისად, ასეთ შერჩეულ ფერმერებს, დღეისათვის ასე ვუწევთ კონსულტაციას და დახმარებას, თუმცა მომავალში, გაზრდილი აგრონომების საფუძველზე, ჩვენ შევძლებთ, რომ უფრო მეტ ფერმერს მოვემსახუროთ და უკეთესად განვითარდეს სოფლის მეურნეობის დარგი“.

იოსებ მეფარიშვილმა „ფორტუნასთან“ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფერმერთა მომსახურების ცენტრები, რომლებიც უახლოესი 2 წლის განმავლობაში გაიხსნება, სრულ, ეფექტურ და ხარისხიან მომსახურეობას გაუწევენ მომხმარებლებს:

„აქამდე ჩვენ ძირითადად საბითუმო საწყობები გვქონდა. დღესაც გვაქვს კაჭრეთში და ქუთაისში, სადაც ფერმერები მოდიოდნენ და ყიდულობდნენ, თუმცა წლის ბოლომდე ჩვენ ვგეგმავთ, რომ 4 ახალი მაღაზია გავხსნათ, რათა უფრო ახლოს ვიყოთ ფერმერებთან და მათთან ურთიერთობა ხელმისაწვდომი გავხადოთ.

მომავალში, დაახლოებით 2 წლის განმავლობაში, ჩვენ ვგეგმავთ, რომ კიდევ დავამატოთ ფერმერთა მომსახურეობის მინიმუმ 10 ახალი ცენტრი. ამ ცენტრებში ფერმერები შეძლებენ არა მხოლოდ ხარისხიანი პრდუქტის მიღებას, არამედ, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, შეძლებენ სრული, ეფექტიანი და ხარისხიანი მომსახურეობის მიღებას. ჩვენი პროფესიონალი აგრონომები მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან კარგი და ხარისხიანი მოსავლის მიღებაში“, – განაცხადა იოსებ მეფარიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები