კომპანია Audi-მ განახლებული ქროსოვერი Q3 წარმოადგინა, რომელსაც სახეცვლილი ინტერიერი და ექსტერიერი აქვს. ახალი მოდელის მოდიფიკაციები რამდენიმე სახისაა: S-Line და Sport. ამ კლასის სახელწოდება კი S Line Competition-ით განისაზღვრა.
მოდელების საჯარო ჩვენება პარიზის მოტორშოუზე შედგება. როდის გამოჩნდება ავტომობილები გაყიდვაში ამ ეტაპზე ცნობილი არაა.
მწარმოებელმა ახალი მოდელები ერთმანეთისგან განსხვავებული მონაცემებითა და დიზაინით წარმოადგინა. მთავარი განმასხვავებელი დეტალი მათი ბატარეები და ბამპერებია. ,,ლამაზმანები’’ აღჭურვილია გაძლიერებული დაცვითი მექანიზმით. ნაცრისფერი ზოლები დისკებზე და პრემიუმ ექსტერიერი ერთიანობაში გაცილებით უფრო მიმზიდველს ხდის მათ.
Sport-ის ვერსიას შედარებით უფრო აგრესიული დიზაინი აქვს. მოდელმა მიიღო გაფართოებული საჰაერო ხვრელები, ბაცი რადიატორის გისოსები და ცენტრალური ბატარეა განთავსებულია წინა ბამპერთან. რაც შეეხება S Line-ს, მას რომბის ფორმის, შედარებით მომცრო საჰაერო და ბატარეის განსხვავებული ლოკაცია აქვს.