LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია ”ასორტი ვერე” საკონდიტრო საწარმოს ხსნის

1490

პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი  შპს ”ასორტი ვერე” ქსელს აფართოებს. მიმდინარე წლის მარტში, კომპანია ჯიქიას ქუჩაზე საკონდიტრო საწარმოს გახნის.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ქსელის გაფართოებისა და საწარმოო სიმძლავრის მატების მეშვეობით კომპანიას საშუალება ექნება ბრენდირებულ საკონდიტრო ნაწარმზე მნიშვნელოვანწილად გაზრდილ მოთხოვნებს სათანადოდ უპასუხოს და გაუმჯობესებული შესაძლებლობებით აითვისოს ბაზარი.

”მოცემულ ეტაპზე ჩვენი პროდუქციის რეალიზება თბილისში ხორციელდება. გვაქვს საკუთარი 6 მაღაზია. თუმცა, სამომავლოდ „ასორტი-ვერე“ გეგმავს რეგიონულ დონეზეც განვითარდეს და ფილიალები გახსნას ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში”, – განაცხადეს ”ასორტი ვერეში”.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომპანიაში 100 -მდე ადამიანია დასაქმებული, თუმცა ახალი საწარმოს გახსნის შემდეგ ”ასორტი ვერე” დამატებით კადრებს აიყვანს.

”ასორტი ვერეს” საკონდიტრო საწარმოს მშენებლობა პროგრამის  „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული პროექტის საინვესტიციო მოცულობა 300,000 აშშ დოლარს შეადგენს .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები