LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომიტეტმა შალვა ნათელაშვილისა და ლევან ხაბეიშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

97
l

ორ ოპოზიციონერისთვის – შალვა ნათელაშვილისს და ლევან ხაბეიშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა. დღევანდელ სხდომაზე სწორედ ეს საკითხი განიხილეს.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, პარლამენტის აპარატის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ აღნიშნულ პირებს, რომელთაც დაადასტურეს წარმოდგენილი განცხადებების ნამდვილობა, შესაბამისად, კომიტეტი უფლებამოსილია იმსჯელოს მათთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე.

კომიტეტის წევრებმა ცალ-ცალკე უყარეს კენჭი და მხარი დაუჭირეს ორივე კანდიდატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, რაც პარლამენტის ბიუროს გადაეცემა და მომავალი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დანარჩენი, 49 ოპოზიციონერი წევრის განცხადებებზე ხვალ იმსჯელებს.