LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომისიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის 12 კანდიდატი შეარჩია

87

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევმა კომისიამ მეურვეობის მსურველი 14 კანდიდატიდან 12 შეარჩია და სია პარლამენტს გადაუგზავნა. კანდიდატებმა დღეს კომისიის წინაშე საკუთარი პრეზენტაციები წარადგინეს და კომისიის წევრთა კითხვებს უპასუხეს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

პროცედურის თანახმად, 12 კანდიდატიდან საბოლოოდ პარლამენტი მაუწყებლის ოთხ მეურვეს აირჩევს.

სამეურვეო საბჭოში ოთხი ვაკანტური თანამდებობაა, საქართველოს კანონმდებლობით, საკონკურსო კომისიამ თითო ვაკანტურ თანამდებობაზე სამი პირი უნდა წარადგინოს.

სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევმა კომისია დღეს 14 კანდიდატს გაესაუბრა, ეს კანდიდატები იყვნენ:

მალხაზ ასლამაზაშვილი – რეჟისორი;
ნინია კაკაბაძე – ჟურნალისტი;
დონარა შონავა – საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი;
ზაზა შათირიშვილი – ფილოსოფოსი;
იზაბელა ოსიპოვა – სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი;
ხატია ყურაშვილი – კომუნიკაციების კომისიის ყოფილი პრესმდივანი;
ზვიად დევდარიანი – სიდას ხელმძღვანელი;
ბესო ლილუაშვილი – იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი;
ნათია სირაბიძე – აჭარის განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე;
ვლადიმერ ბოჟაძე – სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი;
ია მამალაძე – ჟურნალისტი;
ნათია კობერიძე – ჟურნალისტი;
ბაბუცა პატარაია – საფარის ხელმძღვანელი;
დავით კორახაშვილი – ჰოლდინგ აფხაზეთის ხმის მფლობელი.

კანდიდატთა საბოლოო სიას საქართველოს პარლამენტი გამოაქვეყნებს.

მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს განახლება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც უფლებამოსილების ბოლო ეტაპზე გადავიდნენ გრიგოლ გოგელია, მარინა მუსხელიშვილი და გიორგი კოხრეიძე. ხოლო სამეურვეო საბჭოდან საკუთარი სურვილით წავიდა საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები