კომადან გამოსვლის შემდეგ მოზარდმა ბიჭმა, მოულოდნელად, თავისუფლად დაიწყო ესპანურად საუბარი. მეკარე რეუბენ ნსემომ ფეხბურთის თამაშისას ტრავმა მიიღო და გონება დაკარგა.
როდესაც ნსემო გონს მოვიდა, ინგლისურად საუბარი ვერ შეძლო, თუმცა შეუფერხებლად საუბრობდა ესპანურად, რაც კომამდე არასოდეს შეეძლო. რამდენიმე დღის შემდეგ ინგლისური ენა ნელ-ნელა აღიდგინა. რეუბენი ფიქრობს, რომ ესპანური საუბარი მის გონებაში გაუცნობიერებლად დაილექა, რადგან ბიჭის ძმა და მეგობრები ესპანურად უნაკლოდ საუბრობენ.
ნსემო ახლა სახლშია და იმედოვნებს, რომ სწრაფად გამოჯანმრთელდება და ფეხბურთის მოედანს დაუბრუნდება.