LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომერციული ბანკები ეროვნულ ბანკს გაჯანსაღების გეგმას წარუდგენენ

99
1217maltabank

თითოეულმა კომერციულმა ბანკმა უნდა შეიმუშავოს და ეროვნულ ბანკს წარუდგინოს გაჯანსაღების გეგმა,- ამის შესახებ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტშია აღნიშნული.

კანონპროექტის თანახმად, რომლის ავტორების ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი არიან, თითოეულმა კომერციულმა ბანკმა უნდა შეიმუშაოს და ეროვნულ ბანკს წარუდგინოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული გაჯანსაღების გეგმა , რომელიც სხვა ელემენტებთან ერთად უნდა მოიცავდეს, კომერციული ბანკის მიერ ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განსახორციელებელ ღონისძიებებს კომერციული ბანკის ლიკვიდობასთან ან/და გადახდისუნარიანობასთან დაკავშირებული რისკების შემცირებისა და ფინანსური სიჯანსაღის აღდგენის მიზნებისათვის.

კანონპროექტის მიხედვით, გაჯანსაღების გეგმას განიხილავს და აფასებს ეროვნული ბანკი. ამასთან, კომერციულმა ბანკმა ყოველწლიურად უნდა გადახედოს და, საჭიროებისამებრ, განაახლოს გაჯანსაღების გეგმა.

აღსანიშნავია, რომ ყველა კომერციული ბანკი და საბანკო ჯგუფში შემავალი საწარმო ვალდებულია, ითანამშრომლოს ეროვნულ ბანკთან გაჯანსაღების გეგმის შედგენასთან დაკავშირებით, რაც ასევე მოიცავს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები