LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომენდანტის საათიც ყოველგვარი დოლ-გარმონის გარეშე მოიხსნება: თენგიზ ცერცვაძე

836
sphhh

“დაუმორჩილებლობის აქციის საჭიროებას ვერ ვხედავ, რადგან ისედაც მინიმალური შეზღუდვაა ქვეყანაში დარჩენილი, კომენდანტის საათის სახით, დღეს კი საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ნაკლები შეზღუდვების მქონე ქვეყანაა ევროპასა და ამერიკაში”,- ამის შესახებ ინფქციური საავადმყოფოს ხელმძღვანელიმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

როგორც  მან აღნიშნა, კომენდანტის საათიც ყოველგვარი დოლ-გარმონის გარეშე მოიხსნება.

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო 14 დღეში 3,84%-ია, სწორედ ამან განაპირობა შეზღუდვების შემსუბუქება

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას რეგულაციებს დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით ასეთ შემთხვევაში ეპიდაფეთქების ალბათობა ნაკლები იქნება.

“ნუ ვიქნებით და ნუ მოვინდომებთ იმაზე მეტს, რასაც ეპიდსიტუაცია ამ ეტაპზე იძლევა. დღეს გვაქვს საშუალება, შევირგოთ ის შეზღუდვების მოხსნა, რომელიც გატარდა და პირველ რიგში, ძალიან დიდი საქმე იყო, რომ ტრანსპორტი ამოქმედდა.

იყო საპროტესტო აქცია კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით. ეს მიმაჩნია პოპულისტურ, გაუმართლებელ, პროვოკაციულ ნაბიჯად. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის კატეგორია, რომელიც დაუმორჩილებლობის ფორმით აპროტესტებდა კომენდანტის საათს, სხვა არაფერი დარჩათ გასაპროტესტებელი”,-განაცხდა თენგიზ ცერცვაძემ.

მან აღნიშნა, რომ ქვეყანა შესანიშნავად მართავს კოვიდსიტუაციას და კლინიკური სექტორი საათივით აწყობილად მუშაობს, მაქსიმალურად მოიხსნა შეზღუდვები და ნაცვლად იმისა, რომ როგორც ცერცვაძე ამბობს ამ ყველაფერ მადლიერება და გვერდით დგომის სურვილი გამოეწვია, ზოგიერთში გამწარების და გაბოროტების სურვილი გამოიწვია.

“თუ ყველაფერი კარგად არის, ისინი ფუნქციას კარგავენ, ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძე.

უკონტროლო გახსნა უფრო საშიში და ზიანის მომტანია საზოგადოებისთვის, ვიდრე ჩაკეტვა: ბიძინა კულუმბეგოვი 

შეგახსენებთ, მთავრობამ შეზღუდვების ნაწილი დაგეგმილზე ადრე გააუქმა. 8 თებერვლიდან  მთელი საქართველოს მასშტაბით

  1. აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (თბილისის მეტრო, ავტობუსები, ე.წ სამარშუტო ტაქსები) – გარდა შაბათ-კვირისა;
  2. გაიხსნა ღია და დახურული ბაზრობები – გარდა შაბათ-კვირისა;

15 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით:

  1. ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ (ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება სურვილის შემთხვევაში აირჩიონ დისტანციური სწავლება);
  2. კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ – გარდა შაბათ-კვირისა;
  • მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე და მეორედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება.
  • ორგანიზაციები, ბიზნესსუბიექტები, რომლებიც მიზანმიმართულად დაარღვევენ კანონს და შეზღუდვების პერიოდში განახორციელებენ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, ვეღარ ისარგებლებენ პანდემიის დროს დაწესებული შეღავათებით, სუბსიდირებით და სხვადასხვა პროგრამით.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები