LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომენდანტის საათი პანდემიასთან დაკავშირებულ რისკებს გვიზრდის -რითეილ სექტორი

154
savachro-tsentri-iranshi-w-h

13 მარტიდან, ბაზრობები და მაღაზიები უკვე შაბათ-კვირასაც იმუშავებენ, თუმცა, გამოწვევა, რომელიც ჯერ კიდევ რჩება – კომენდანტის საათია. როგორც „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი რეზო მაღალაშვილი აცხადებს, ეს არის პრობლემა როგორც ბიზნესის კუთხით, ისე ეპიდემიოლოგიური კუთხით.

„10:00 საათიდან 19:00 საათამდე მუშაობა პანდემიასთან დაკავშირებულ რისკებს გვიზრდის, რადგან მთელი საქართველო თითქმის ერთი და იგივე დროს ჯდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ჩვენც თუ ადრე ვმუშაობდით ცვლებით, ორ განრიგში, ახლა ვმუშაობთ-ერთში. ანუ, ყველა ვჯდებით დილით ტრანსპორტში 9 საათზე და საღამოს 19:00 საათზე. ადრე კი იყოფოდა შუაზე. ნახევარი შუადღეს მიდიოდა სახლში, მეორე ნახევარი – საღამოს. ახლა სხვანაირადაა, რაც ზრდის გადადების რისკს. თუ გადაიწევს კომენდატის საათი 1 ან 2 საათით, ყველა კომპანია იძულებული გახდება ორი ცვლაზე გადავიდეს,“ – აღნიშნა მაღალაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას.

მანვე მოლოდინებზეც ისაუბრა და თქვა, რომ რითეილ სექტორს დიდი იმედი აქვს, მესამე ტალღა არ იქნება, თუმცა, როგორც მაღალაშვილი ამბობს, დღეს ინდუსტრია ბევრად მზადაა, ვიდრე გასულ წელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები