კორონავირუსის საწინააღმდეგო რეგულაციებიდან ერთ-ერთი მთავარი შეზღუდვა მოხსნილია. წუხელის, 30 ივნისს მოქალაქეებს გადაადგილება 7 თვის განმავლობაში პირველად უკვე თავისუფლად შეეძლოთ.
ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმებამ სხვადასხვა სფეროს მუშაობაზეც იმოქმედა, მათ შორის არის სარესტორნო ბიზნესი.
კვების ობიექტების მუშაობის დრომ ორი საათით გადაიწია და ამიერიდან ისინი 10 საათის ნაცვლად ღამის 12-ზე იხურებიან. სიახლეს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი დადებითად აფასებს
შოთა ბურჯანაძე თვლის, რომ უმჯობესი იქნება თუ შეკრებების მინიმალური ოდენობა 50 გახდება, რაც რესტორნებს კანონდარღვევას და არალეგალურ შეკრებებს თავიდან ააცილებს.