დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პააატა იმნაძე ამბობს, რომ კომენდანტის საათი, ალბათ, ყველაზე ბოლოს მოიხსნება. ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.
იმნაძის ვარაუდით, მას არ ჰგონია, რომ შეზღუდვა აპრილშიც გაგრძელდეს.
“დავაკვირდებით სიტუაციას, არა მგონია, რომ „კომენდანტის საათი“ აპრილშიც გაგრძელდეს. ყველაფერი დამოკიდებულია, როგორი სიტუაცია იქნება”, — განაცხადა იმნაძემ.
დღეიდან საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების ნაწილი დღეიდან მოიხსნა. საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა.
შემდგომი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნაა – ეკონომიკის მინისტრი