კოლხეთის ეროვნულ პარკში შშმ პირთათვის სათევზაო ადგილი მოეწყო.
როგორც “ფორტუნას” გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან აცნობეს, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ორი სათევზაო ადგილიც მოეწყო, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაა ადაპტირებული.
კოლხეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრში საგამოფენო დარბაზიც გაიხსნა, სადაც ვიზიტორებს საშუალება აქვთ გაეცნონ ადგილობრივი იხტიოფაუნის ნიმუშებს და მიიღონ ინფორმაცია კოლხეთის ეროვნული პარკის მნიშვნელობის, მისი ბიომრავალფეროვნების, ღირსშესანიშნაობებისა და ტურისტული სერვისების შესახებ.
ეროვნული პარკი კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და შენარჩუნების მიზნითაა შექმნილი. პარკის ადმინისტრაცია ვიზიტორებს სპორტულ თევზჭერას, ფრინველებზე დაკვირვებასა და ეკო-საგანმანათლებლო და სანაოსნო ტურებს სთავაზობს.
საგამოფენო დარბაზი დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მოეწყო.