LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოლეგებთან ერთად, ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, ქალთა დღე მივულოცეთ: შალვა პაპაუაშვილი

74
BeFunky-collage (2)

პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებთან ერთად, უკრაინაში ომის გამო საქართველოში დარჩენილი უკრაინის მოქალაქეები მოინახულა და ქალთა დღე მიულოცა.

“კოლეგებთან ერთად, ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, ქალთა დღე მივულოცეთ. საყვარელი ადამიანებისგან შორს ძალიან მძიმეა, მაგრამ ჩვენ მაინც ვეცადეთ დღევანდელი დღე ოდნავ მაინც გაგველამაზებინა მათთვის. გავუზიარეთ ემოციები და კიდევ ერთხელ ჩვენი მხრიდან თანადგომა გამოვხატეთ…

მშვიდობა ყველას!

გილოცავთ 8 მარტს!”, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების მიზეზით შეწყვეტილი საჰაერო ფრენების გამო, საქართველოში ჩამოსული უკრაინის მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. მათი სასტუმროში განთავსება საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები