კოკო როინიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ მეუღლის, ანი იმნაძის შესახებ საუბრობს:
„უბრალოდ, ვცხოვრობთ სიყვარულში. ვცდილობთ, ზედმეტი პრობლემები არ შევიქმნათ, ბედნიერები ვიყოთ. ეს არის პასუხი. უკვე 13 წელია, რაც შეყვარებულები ვართ. რაც დრო გადის, უფრო მეტად მიყვარს. მეც და ანისაც ჯერ ბოლომდე არ ამოგვიცვნია ერთმანეთი. ვცდილობთ, ბოლომდე არ გავაცნოთ ჩვენი თავი ერთმანეთს, რაც მეტი სიურპრიზი გვხვდება, მით უფრო საინტერესოა. შეიძლება, ასე ასი წელიც გაგრძელდეს. ადამიანში სულ ინახება რაღაც საინტერესო, რასაც ნელ-ნელა, ლუკმებად მიაწვდი საყვარელ ადამიანს (იცინის)“.