შვედური ავტომწარმოებელი Koenigsegg, დაარსებიდან მოყოლებული, ყოველთვის ცდილობდა აეწყო ისეთი სუპერქარი, რომელიც საუკეთესო კლასის იქნებოდა. საბოლოოდ კი ააგეს მეგაქარი, რომლის სახელწოდებაცაა One:1.
Koeningsegg-ის წარმომადგენლობამ გადაწყვიტა ახალი რეკორდის დამყარება და Porsche 918-ის 6 წუთსა და 57 წამში მიღწეული რეკორდის გაუმჯობესება.
1341 ცხენის ძალითა და ტვინ ტურბო V8 ძრავით, ესაა ნამდვილი ,,მხეცი’’, რომელიც რეკორდსმენ ავტომობილს – Porsche 918-ს არაფრით ჩამოუვარდება, თუ არ უსწრებს კიდეც.
მიუხედავად ყველაფრისა, რამდენიმე დღის წინ, ოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია One:1-ის ავტოავარიის შესახებ, რომელიც Porsche 918-ის რეკორდის გაუმჯობესებისას მოხდა. კომპანიამ ოფიციალური განცხადებაც გამოაქვეყნა, სადაც მოდელის მოულოდნელ ავარიაზეა საუბარი. გთავაზობთ ფოტოებს: