LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობი ბრაიანტის ქვრივმა სასამართლო მოიგო და 16 მილიონს მიიღებს: საქმე ფოტოების გავრცელებას ეხება

54
Vanessa Bryant with her friend Sydney Leroux and attorney Luis Li  leave court after her lawsuit against Los Angeles County Officials for the sharing of the helicopter crash pictures.

კობი ბრაიანტის ქვრივმა ვანესამ სასამართლო მოიგო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის მიერ მისი მეუღლისა და ქალიშვილის დაღუპვის ადგილიდან ფოტოების გავრცელების საქმეზე.

ESPN-ის ცნობით, ნაფიც მსაჯულთა ფედერალურმა სასამართლომ 24 აგვისტოს დაადგინა, რომ ლოს-ანჯელესის ოლქმა ბრაიანტის ქვრივს 16 მლნ დოლარი უნდა გადაუხადოს. მსაჯულები დაეთანხმნენ ვანესას და მის ადვოკატებს, რო ბრაიანტისა და 13 წლის გოგონას ნარჩენების ფოტოების გავრცელებით ოლქის ოფიციალური წარმომადგენლები მის პირად ცხოვრებაში შეიჭრნენ და მას ემოციური სტრესი მიაყენეს.

კობი ბრაიანტი და მისი ქალიშვილი ჯიანა 2020 წლის 26 იანვარს კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ. მათთან ერთად კიდევ 7 ადამიანი დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები