კობი ბრაიანტს ოქროს საღებავი დაასხეს მისი კარიერის საპატივსაცემოდ.
ლეგენდარული კალათბურთელი ბავშვთა ჯილდოების გადაცემის ცერემონიაზე მივიდა და საბავშვო ხუმრობის მსხვერპლი გახდა.
”ლეიკერსის” ლეგენდამ ტელეარხ Nickelodeon Kids’ Choice Sports 2016-ის ჯილდო მიიღო.
როდესაც კობი სცენაზე გავიდა და სიტყვა წარმოთქვა, მასზე მაყურებლის აპლოდისმენტების თანხლებით ოქროს ფერი სითხე წამოვიდა.
Kids’ Choice-ის ჯილდო 1988 წლიდან გაიცემა ტელემაყურებლის გამოკითხვის შედეგების მიხედვით.
ბრაიანტი – ნბა-ს ხუთგზის გამარჯვებულია, 18-ჯერ მონაწილეობდა ყველა ვარსკვლავის მატჩში, ორჯერ მოიგო ოლიმპიური თამაშები, 20 წელი თამაშობდა ”ლეიკერსში”.