LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კობახიძისა და მურუსიძის საძმაკაცოს შეხვედრაში რატომ ვიხდით ათასობით ლარს” – ანა დოლიძე

dolidze_anaaa

მაინტერესებს ირაკლი კობახიძის და ლევან მურისიძის საძმაკაცოს შეხვედრაში რატომ ვიხდით ათასობით ლარს?,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრა, სადაც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობენ, შედეგის მომტანი ვერ იქნება. ის მიიჩნევს, რომ ფორმატი მთლიანად არალეგიტიმურია.

“ეს ფორმატი არის არალეგიტიმური. აქ არ არის წარმოდგენილი საზოგადოება. აქ წარმოდგენილია ლევან მურუსიძის ძმაკაცი მოსამართლეები. გადაწყვეტილების მიღების წესი არ გვაქვს, ისევ კობახიძემ უნდა დაწეროს ეს რეფორმა. ვაპირებ დავსვა კითხვა – ამ საძმაკაცოს შეხვედრაში რატომ ვიხდით ათასობით ლარს?!”- განაცხდა ანა დოლიძემ.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პარლამენტში სამოქალაქო პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები