“ჩვენ უნდა მივიღოთ მკაფიო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, სრულდება 22 მაისს საგანგებო მდგომარეობა თუ შეიძლება ამ მდგომარეობის გაგრძელება გახდეს საჭირო პირობითად 1 თვით ან რამდენიმე კვირით,”- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ “იმედის” ეთერში განაცხადა.
“ამ ყველაფერთან დაკავშირებით, შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღება მოვლენებზე დაკვირვების საფუძველზე. ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული და ბუნებრივია, იქნება განსაზღვრული დინამიკა და ამ დინამიკას ჩვენ ბოლომდე ვერ ვმართავთ. არის ეპიდემია, რომელიც შეიძლება ან ერთი ან მეორე ფორმით გავრცელდეს”, — განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, მისივე თქმით, საეჭვოა, რომ 26 მაისს, დამოიკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მასობრივი ღონისძიებები ჩატარდეს.
https://www.facebook.com/tvimedi/videos/2566872410084762/