LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძის თქმით, კითხვარის გასაჯაროების წესებს ევროკავშირი ადგენს – “ამაზე გვექნება კონსულტაციები”

44
BeFunky-collage (16)

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებით, “ყველა ის სუბიექტი, ვინც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციით არის დაინტერესებული, კითხვარის შევსებაში იქნება ჩართული”,  კითხვარის გასაჯაროების წესებს კი ევროკავშირი ადგენს.

მისი თქმით, იმ წესების ფარგლებში, რაც ევროკავშირის მხრიდან დგინდება, მზად არიან სრული გამჭვირვალობისთვის.

“ნებისმიერი ინფორმაცია შეიძლება გამჭვირვალე გახდეს, თუ ამას ევროკავშირის წესები და სტანდარტები ითვალისწინებს. ამაზე ევროკავშირის წარმომადგენლებთან კონსულტაციები გვექნება. რაც შეეხება ჩართულობას, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ კითხვარი შეივსოს იმ პირთა, სუბიექტებისა და ორგანოების მიერ, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციით და არა იმ სუბიექტების მიერ, რომლებიც ჩვენი წარუმატებლობით სუბიექტურად არიან დაინტერესებული.

ჩვენ სხვადასხვა სუბიექტების მიმართ გვაქვს ეჭვები და კითხვები. ეს ეხება რადიკალურ ოპოზიციას და მის სატელიტებს ის სექტორში, სადაც ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები არიან წარმოდგენილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვარიც და პასუხებიც საჯარო უნდა იყოს – უნდა ვიცოდეთ რა უპასუხა ხელისუფლებამ, ჩვენი სახელით ევროკავშირს: ვანო ჩხიკვაძე ევროკავშირის კითხვარის შევსებაზე

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები