LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძის პასუხი კუბილიუსს: “თავად აქვს ბოდიში მოსახდელი ქართული საზოგადოების წინაშე”

55
ირაკლი კობნახიძე ფორტუნა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადების კომენტირებისას, განაცხადა, რომ კუბილიუსს თავად აქვს ბოდიში მოსახდელი ქართული საზოგადოებისათვის.

ანდრიუს კუბილიუსი: კობახიძემ კრამონს დაუყოვნებლივ ბოდიში უნდა მოუხადოს

„კუბილიუსი პირდაპირ არის ჩართული იმ კამპანიაში, რომლის მიზანიც არის საქართველოს ქცევა „მეორე ფრონტად“. რა ამოძრავებს არ ვიცი, რა არის მისი მოტივაცია მე არ ვიცი, მაგრამ ამ კამპანიის ნაწილი, ნებსით თუ უნებლიეთ, ის ნამდვილად არის. აქედან გამომდინარე, კუბილიუსს აქვს ბოდიში მოსახდელი ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე.

მე შეგახსენებთ, რა თქვა ვიოლა ფონ კრამონმა და თქვენ იმსჯელეთ – მან თქვა ასეთი რაღაც, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია და კონკრეტულად მისი ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა ივანიშვილის სანქცირებას, შემუშავდა ამერიკელ პარტნიორებთან ერთად. წარმოიდგინეთ, ასეთი რაღაც თქვა ვიოლა ფონ კრამონმა. ამის შემდეგ როგორ შეიძლება შეფასდეს ეს ადამიანი. თავად განსაჯეთ, როდესაც ასეთ ბრალს უყენებ და უკადრებელს აბრალებ ამერიკელ პარტნიორებს, რა შეფასებას იმსახურებს ეს ქალბატონი“,- განაცხადა კობახიძემ ევროპარლამენტარის საპასუხოდ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „როცა ადამიანი ასეთ რაღაცებს ლაპარაკობს, ის არათუ გვარამიასთან, არამედ არავისთან შესაშვები არ არის“.

კობახიძე კრამონზე: არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან

„ღმერთო ჩემო. როცა ფიქრობ, რომ უფრო მეტად ვეღარ დაეშვება, ის კიდევ უფრო ქვემოთ მიიწევს, საბრალო საქართველო“ – კრამონი კობახიძის განცხადებას პასუხობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები