LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძეს გახარიას გუნდის წევრები პასუხობენ – „ვერ ეგუებიან… რას ვიზამთ“

75
გიორგი-გახარია

დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გეგმებზე ისაუბრა.

„სააკაშვილი ჩამოვიდა პირველ რიგში იმისათვის, რომ საქართველოში საარჩევნოდ აეჭრა სიტუაცია და ამ სიტუაციის აჭრის მთავარი მიზანი იყო, ბუნებრივია, ხელისუფლების გადატრიალება და ამ ხელისუფლების გადატრიალების შემდეგ, სააკაშვილი, რომელიც მოდიოდა ხელისუფლებაში თავის პარტნიორებთან ერთად – გახარიასა და „ლელოსთან“ ერთად. ის უკვე ერთვებოდა ომში საქართველოს სახელით“. – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

“უფრო ადრე წარდგენაც შეგვეძლო, მაგრამ გვინდა, ხარისხიანი დოკუმენტი იყოს” – რა თქვა კობახიძემ EU-ს კითხვარზე, ფარულ ჩანაწერებსა და უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე

მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებას გიორგი გახარიას პარტიის წევრები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან.

პარლამენტის წევრი ანა ბუჩუკური წერს, რომ გახარიას რეიტინგს ვერ ეგუებიან.

„ნუ, ვერ ეგუებიან რა. ვერც გახარიას პერსონალურ რეიტინგს და ვერც ჩვენი პარტიის მყარ და უცვლელ პოზიციებს… რას ვიზამთ “- წერს ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში.

ირაკლი კობახიძის განცხადებას ასევე ეხმაურება გახარიას გუნდის წევრი კახაბერ ქემოკლიძე:

„Mr. “Constitution” ? რაო, რას ჟღურტულებდი მბრალდებელზეა მტკიცების ტვირთიო ?!“. – წერს ქემოკლიძე.