LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაპანაძე: „კობახიძემ და „რუსულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ დავით ჯელაძეს, შოვის სტიქიის დროს გადარჩენილ ყველა ადამიანს უნდა მოუხადოს ბოდიში“

171
Untitled design (9)

„ირაკლი კობახიძე, და „რუსულმა ოცნებამ“ ბოდიში არა მხოლოდ დავით ჯელაძეს, შოვის სტიქიის დროს გადარჩენილ ყველა ადამიანს უნდა მოუხადოს“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა.

„გარდა იმისა, რომ ირაკლი კობახიძე მაღალი რანგის პოლიტიკოსია, არის გულწრფელი ადამიანი – მის სინანულში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს“ – ბექა ოდიშარია

კაპანაძის თქმითვე, ხელისუფლებამ შოვის სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსაც უნდა მოუხადოს ბოდიში:

„ამავე დროს, ხელისუფლებას ბოდიში აქვს მოსახდელი გარდაცვლილთა ოჯახებისათვის, რადგან ტალახში ჩარჩენილი ადამიანები განსაცდელში მიატოვა.

ხელისუფლება ამბობს, რომ შოვში ვერტმფრენი ერთ საათში ჩავიდოდა თუ სამში, აზრი არ ჰქონდა, რადგან სტიქიიდან 10 წუთში ყველაფერი მორჩა.

სინამდვილეში კი, ხალხი საათები იბრძოდა გადარჩენისთვის. არადა, სახელისუფლებო ვერსიით, სტიქიის ზონაში, ამბის მომტანიც აღარ უნდა ყოფილიყო ცოცხალი.ტალახის მასიდან ვერავის უნდა გამოეღწია.

თუმცა, მაგალითად, დავით ჯელაძის გადარჩენა ამ ვერსიის საწინააღმდეგოა. ამიტომ სცადეს მისი გაშავებაც. გადარჩენილებს გადარჩენა ვერ აპატიეს. ხოლო, როდესაც ხალხის რეაქცია დაინახეს, დროებით გაჩერდნენ, მაგრამ თუ შესაძლებლობას მივცემთ, ხვალ უარესს გააკეთებენ“, – თქვა გიორგი კაპანაძემ.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს. მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი. ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ გაუგებარია რატომ შეიძლებოდა ღვარცოფის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე ვინმე გადასულიყო.

„ჩვენ მაგ ტერიტორიაზე მეორე დღეს ვიყავით და იქ გადასვლა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი იყო“ – ირაკლი კობახიძე შოვის სტიქიის დროს გავრცელებულ ფოტოზე

„დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო.. მე რომ მეწყერზე გადავდიოდი, ქვემოდან ისმოდა ვიღაც ადამიანის ხმა და ითხოვდა შველას“ – დავით ჯელაძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

აღნიშნული განცხადებების შემდეგ ირაკლი კობახიძე დავით ჯელაძეს შეხვდა და თქვა, რომ სინანულს გამოხატავს იმის გამო, რომ შოვში მეწყერს გადარჩენილ ახალგაზრდა კაცს, დავით ჯელაძეს გული ატკინა.

„სიმართლე არ იკარგება“ – რას წერს დავით ჯელაძე კობახიძის განცხადების შემდეგ

ჩიხლაძე: „კობახიძის ამ მონანიებას ჩალის ფასი აქვს“

„ძალიან ღირსეულად მოიქცა ირაკლი კობახიძე, დავით ჯელაძეს რომ შეხვდა და მოუბოდიშა. მობოდიშება და შეცდომის აღიარება არ არის უხერხული“ – გოგა ჩანადირი

„ამ მოთხოვნის ადრესატი ისევ კობახიძეა, რომელმაც ახლა ორი შაური მეორედ უნდა გადაუხადოს ბოდიშის მოხდაში“ – გია ხუხაშვილი

სარჯველაძე: არავითარი სურვილი არ მქონია, ვინმეს ღვაწლი, გმირობა იოტისოდენად მაინც შემებღალა – პატიებას ვითხოვ ყველასგან, ვინც შეიძლება ჩათვალა, რომ ჩემ მიერ გაკეთებული განცხადებიდან ასეთი აღქმა ჩნდებოდა