LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კობახიძემ ჩემზე თქვა: 60 თუ 65 წლის კაცმა რამდენიმე ტყუილი თქვა ერთ წინადადებაშიო“ და დაამატა ეს რა დეგრადაციააო – დემონიზმთან გვაქვს საქმე“ – გოგოლაშვილი

250
კახა გოგოლაშვილი და ირაკლი კობახიძე

„ვუსმინე კობახიძეს „იმედზე“ და ასე თქვა ჩემი მისამართით: „60 თუ 65 წლის კაცმა რამდენიმე ტყუილი თქვა ერთ წინადადებაშიო“ და დაამატა „ეს რა დეგრადიცია არისო“, – ამის შესახებ „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს და „უცხოური გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებით კანონპროექტის ირგვლივ შექმნილ ვითარებას ეხმაურება:

„დღეს პარლამენტში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სიტყვით გამოვედით „უცხოური გავლენის აგენტების გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღების წინააღმდეგ.

ბევრი არგუმენტი მოვიყვანეთ და არ დავზოგეთ საკუთარი ნერვები და ენერგია. ახლა კი ვუსმინე კობახიძეს „იმედზე“ და ასე თქვა ჩემი მისამართით: „60 თუ 65 წლის კაცმა რამდენიმე ტყუილი თქვა ერთ წინადადებაშიო“ და დაამატა „ეს რა დეგრადიცია არისო.“ ეს მე ვყოფილვარ თურმე დეგრადირებული.

მოკლედ შორს დაიჭირეთ ჩემგან, არავის გადაგედოთ „დეგრადაცია“. მართალი გითხრათ უფრო მეწყინებოდა რაიმე საქებარი რომ ეთქვა ჩემზე.

პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა 36 ადამიანი დააკავეს

ლაშა ტუღუშის მიერ წლების წინ შეთავაზებულ კანონზე კი კობახიძემ ნამდვილი სიცრუე გაავრცელა.

ჯერ სოზარ სუბარმა, მერე ეკა სეფაშვილმა მოიყვანეს კონტექსტიდან ამოგლეჯილი ამონარიდი მისი კვლევის პუბლიკაციიდან.

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

რა მიზანს ემსახურება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

შემდეგ ტელეეთერში გაიმეორა ირაკლი კობახიძემ. ასე თქვა, რომ თითქოს ტუღუში ჯერ კიდევ 2015 წელს ითხოვდა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობისთვის სპეციალური რეესტრის შექმნასო და რასაც ჩვენ ახლა გთავაზობთ პირდაპირ მისი იდეა არისო.

სინამდვილეში ლაშა ტუღუში თავის დასკვნაში ითხოვდა რუსეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების რეესტრის შექმნას ქვეყნის უსაფრთხოების მიზნით, რაც სულ სხვა რამ არის და მართლა ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესს პასუხობს.

წულუკიანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: ვისაც გამჭვირვალობა არ უნდა, გაგვცენ პასუხი – რატომ?!

თუმცა მაშინ მას ყური არ ათხოვეს. პატიოსანი მთავრობა ლაშას მადლობას გადაუხდიდა ამ კვლევისთვის. მოკლედ, დემონიზმთან გვაქვს საქმე. მხოლოდ დემონურ პიროვნებებს შეუძლიათ სიმართლის ასე გამრუდება.“ – წერს კახა გოგოლაშვილი.