„თუ მათ ჰქონდათ რეალური ინტერესი, მიეღოთ სრულფასოვანი ინფორმაცია შოვში სტიქიის შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ, სულ მცირე, თვითონ უნდა ჩასულიყვნენ სტიქიის შემდეგ ადგილზე, თუმცა ყველაფრიდან ჩანს, რომ მათ არავითარი ინტერესი არ ჰქონდათ, საერთოდ არ აინტერესებთ არც ქვეყანა, არც რაჭა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნაზე, რომ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების გამოძიების მიზნით პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას.
„დაველოდებით გახარიას პარტიას“ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შოვის სტიქიის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა ოქტომბრისთვის გადადო
„ამ მომენტში უდავოდ გამოჩნდება, რეალურად რა სურს გახარიას - დანაშაულის გამოძიება, თუ დანაშაულის დაფარვა „ოცნებასთან“ ერთად“
როგორც კობახიძემ აღნიშნა, თუ მათ რეალურად სურდათ მიეღოთ ინფორმაცია, რა ხდებოდა შოვში, ადგილზე უნდა ჩასულიყვნენ.
„რაც შეეხება თვითონ შოვში ჩასვლის თემას, რაზედაც დღეს ჩვენი კოლეგები საუბრობენ, ვინც შოვში ნამყოფია სტიქიის შემდეგ, ყველა დამეთანხმება, რომ როდესაც ადგილზე ეცნობი ვითარებას აბსოლუტურად სხვა წარმოდგენა გექმნება მთლიანად, ყველაფერთან დაკავშირებით.
თუ მათ ჰქონდათ რეალური ინტერესი იმის შესახებ, რომ მიეღოთ სრულფასოვანი ინფორმაცია შოვში სტიქიის შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ, სულ მცირე, თვითონ უნდა ჩასულიყვნენ სტიქიის შემდეგ ადგილზე, თუმცა ყველაფრიდან ჩანს, რომ მათ არავითარი ინტერესი არ ჰქონდათ, საერთოდ არ აინტერესებთ არც ქვეყანა, არც რაჭა და ა.შ.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ პარლამენტში ოპოზიციიდან გვყავს რაჭველი დეპუტატები, შოვში არცერთი მათგანი არ ჩასულა, არავითარი ინტერესი, არავითარი სიყვარული – არაფერი. ამას რომ თავი დავანებოთ, მერე ის მაინც ხომ უნდა გქონდეს სათქმელად, რომ ჩავედი, ადგილზეც ვნახე და ამიტომ, ასე მგონია. ესეც კი არ გააკეთეს.
რატომ? ყველაფერი თავადაც იცოდნენ, რა მოხდა იქ სინამდვილეში, ამიტომ ადგილზე ჩასვლასაც მაქსიმალურად გაურბოდნენ იმისთვის, რომ ყველაფერი საკუთარი თვალით არ ენახათ. წინააღმდეგ შემთხვევაში სპეკულაციებისთვის საფუძველი გამოეცლებოდათ. სწორედ ამიტომ არ ჩავიდნენ შოვში“, – განაცხადა კობახიძემ.