პარლამენტში სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დიდი მუშაობაა გაწეული ამ და სახელმწიფოს სხვა სიმბოლოების აღდგენაზე.
” შესასრულებელი გვაქვს რამდენიმე მნიშვნელობის მისია. უპირველეს ყოვლისა, ეს არის საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვა ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის ოცნება და სურვილი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად ახდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაგრძელებთ დაუღალავ ძალისხმევას, რათა საქართველოს ეროვნული დროშა აღიმართოს ნატოსა და ევროკავშირში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.