LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: წლები ვისმენდით ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს, სიუჟეტებს – არ შეიძლება ელჩის მხრიდან უწმაწურობა შეფასდეს, როგორც გამოხატვის თავისუფლება

129
ირაკლი კობახიძე

„პირველ რიგში, ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი. რაც შეეხება ძალადობის წახალისებას, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თვეების და წლების განმავლობაში ვისმენდით ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს, გამოსვლებს, სიუჟეტებს და ა.შ.“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

აღნიშნულით კობახიძე გამოეხმაურა „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე განხორციელებული ძალადობას და ამავე კონტექსტში ჟურნალისტებთან რამდენიმე შემთხვევა მაგალითად მოიყვანა:

„ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება” – ქარტია და მედიაკოალიცია ხელისუფლებას მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებენ

„შეგახსენებთ, მაგალითად, ასეთი შემთხვევა იყო, როდესაც აჭარის უმაღლეს საბჭოში ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა, როდესაც თავზე დაამვხეს ნაგვის ურნა და ამის წამახალისებელი სიუჟეტები კეთდებოდა თქვენ ტელევიზიებში.

ვიდეო: „ეს იყო დადგმული ამბავი, გამართული „მესიჯბოქსით“ – ერთადერთი რითაც თავი უნდა გაიტანონ, დღის წესრიგი გახდა, გცემთ“ – მშვილდაძე

„ჯერ ერთი პატრიარქისთვის არ შემიგინებია. ვაგინებ მდინარაძეს, კობახიძეს, ბიძინა ივანიშვილს, როცა შესაბამისად მოიქცევა და ა.შ.“

ამის წამახალისებელ განცხადებებს პოლიტიკოსები აკეთებდნენ, ელჩების დუმილიც, რა თქმა უნდა, ამ ძალადობის წახალისებაა.

ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ადამიანი, რომელიც პოლიციელებს ცეცხლს უკიდებდა, ლამის გმირად გამოაცხადეს იგივე ადამიანებმა.

კონკრეტული ელჩების მხრიდან აქაც იყო დუმილი და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ძალადობის წახალისება.

„ყველანაირი ძალადობა მიუღებელია.. ძალადობა არის ტელევიზიების მხრიდანაც. პოლიტიკოსი რომ გპასუხობთ, ეს არის პასუხი, იმ ძალადობაზე, რასაც თქვენ აკეთებთ“ – კახა კალაძე

როდესაც ადამიანები პირდაპირ რუსთაველზე გამოდიოდნენ და დედას იგინებოდნენ, უწმაწური სიტყვებით შეურაცხყოფას აყენებდნენ ადამიანებს, კონკრეტული ელჩის მხრიდან ეს შეფასდა მაგალითად, როგორც გამოხატვის თავისუფლება.

არ შეიძლება დედის გინება და უწმაწურობა შეაფასო, როგორც გამოხატვის თავისუფლება“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დასმულ კითხვაზე, რა აზრისაა„ქართული ოცნების“დეპუტატის, ნინო წილოსანის განცხადებაზე, რომ „წითელი ხაზების“ გადაკვეთა არავის გამოუვა და „ქართულ ოცნებას“ ვინც „რუსს“ დაუძახებს, პასუხს მიიღებს, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ, რა თქმა უნდა, არაძალადობრივ პასუხს მიიღებს ყველა, ვინც ცდილობს, რომ საქართველოში დათესოს აგრესია, რადიკალიზმი და ა.შ.

ნინო წილოსანი: აბსურდულია კავშირი ჩემს განცხადებასა და ძალადობას შორის.. წითელი ხაზია მოღალატის და რუსეთუმეს ძახილი, ვინც არ გაითვალისწინებს, ჩვენგან მიიღებს შესაბამის სიტყვიერ პასუხს

ცნობისთვის, მიშა მშვილდაძემ გუშინ განაცხადა, რომ მას უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები