„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა და თქვა, რომ აზრი მოქალაქეებს უნდა ჰკითხონ:
„ვკითხოთ ხალხს, მაგალითად უნდათ თუ არა აჭარაში ჩვენს მოქალაქეებს, რომ შვილებს დაუტოვონ ვალები, მიიღონ უმძიმესი ეკონომიკური შედეგები, შერჩეთ მათ შვილებს მამუკა ხაზარაძის ვალები, რომელიც დღეს ასე აქტიურად ითხოვს სანქციების დაწესებას რუსეთისთვის“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.