LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ

133
ირაკლი კობახიძე

„რა თქმა უნდა, საქართველოში არავინ დაუშვებს იმას, რომ სასამართლოზე „ნაციონალური მოძრაობის“ კონტროლი თუნდაც მინიმალური დოზით აღდგეს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე საუბრის დროს განაცხადა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, არ გავიაროთ რეგისტრაცია კენჭისყრამდე, ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ” – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძის თქმით, „კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სასამართლოსთან დაკავშირებით კომისიის შექმნას ვერ განიხილავენ“.

„ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით განვიხილოთ საგამოძიებო კომისიის შექმნა, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ვერ განვიხილავთ კოლექტიური „ნაცმოძრაობას“.

ოპოზიცია მოსამართლეებისთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

ეს კონკრეტული ადამიანები ვერ ეგუებიან იმას, რომ სასამართლო სისტემაზე კონტროლი დაკარგეს. ვგულისხმობ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონის საწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი 18 აპრილს კვორუმის არარსებობის გამო ჩავარდა.

სხდომას 51 დეპუტატი ესწრებოდა, ხოლო საკითხის განსახილველად 76 ხმა იყო საჭირო.

„ოცნების ამომრჩეველო, ნეტავ თუ მიხვდით, რა მოხდა დღეს! არ დაგავიწყდეთ, ეს ყველაფერი ხდება სანდრო გირგვლიანის მოსამართლის გამო!” – თინა ხიდაშელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები