LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: სრული მობილიზაციაა იმისათვის, რომ 20-ვე მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტური მოვიგოთ

44
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა რეგიონებში შეხვედრები დაიწყო. მისი თქმით, სრული მობილიზაციაა იმისათვის, რომ 20-ვე მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტური მოიგონ.

ამის შესახებ კობახიძემ ბათუმში განაცხადა და თქვა, რომ ყველა იმ მუნიციპალიტეტში აპირებენ ჩასვლას, სადაც მეორე ტური იქნება.

„დავიწყეთ რეგიონებში შეხვედრები, ჩავდივართ ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტური ტარდება. გვაქვს შეხვედრა ჩვენს მხარდამჭერებთან, ჩვენს პარტიულ აქტივთან.

რა თქმა უნდა, ჩვენს მხარდამჭერებს ვულოცავ საერთო გამარჯვებას, რომელიც მოვიპოვეთ 2 ოქტომბერს და ვსაუბრობთ მეორე ტურთან დაკავშირებით. გვჭირდება სრული მობილიზაცია იმისათვის, რომ 20-ვე მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტური მოვიგოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აღნიშნულ თემაზე ბათუმში პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც ისაუბრა და თქვა, რომ გუნდი ყველა იმ რეგიონში ჩავა, სადაც თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება და ამისთვის სრული მობილიზაცია ხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები