LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: „საჭიროა მსხვერპლი“, „გვჭირდება ლექსო ლაშქარავა კვადრატში“ – ეს არის ფრაზები „ნაცმოძრაობიდან“ – არ გაბედოთ პროვოკაცია

53
კობახიზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, წინასაარჩევნო გარემო, უპრეცედენტოდ მშვიდობიანი და მშვიდია. ამ განცხადებით კობახიძე სავარაუდოდ სუს-ის მიერ მედიაში ფარული ჩანაწერების გავრცელების საკითხს გამოეხმაურა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ასევე სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისებიდან პროვოკაციების შესახებ ინფორმაცია ჟონავს.

კობახიძის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში, რაიმე სერიოზული საარჩევნო დარღვევა და არც ერთი მსუბუქი ძალადობრივი ინციდენტიც კი არ დაფიქსირებულა.

როგორც პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რა თქმა უნდა, ეს აშფოთებს იმ პოლიტიკურ პარტიასა და მის კუთვნილ ტელევიზიებსაც, რომლებიც არჩევნებისთვის ჩრდილის მიყენებითა და წინასაარჩევნო გარემოს გაუარესებით სასიცოცხლოდ არიან დაინტერესებული.

კობახიძის თქმით, სწორედ ამ შეშფოთების გამოძახილი იყო აღნიშნული ტელევიზიების მიერ იმ ტყუილ-მართალი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც წინასაარჩევნო ემოციური ფონის გაუარესებას ემსახურებოდა.

„თუმცა, როგორც ხედავთ, მათ საკუთარ მიზანს ვერ მიაღწიეს. მეტიც, ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ ეს ადამიანები არიან რადიკალური ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო დაჯგუფების წარმომადგენლები, რომელთა მიზანი ჩვენი ეროვნული იდენტობის ორი უმთავრესი საყრდენის – სახელმწიფოსა და ეკლესიის შერყევაა.

ამ ფონზე, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საუბრები მძიმე პროვოკაციაზე, რომელიც რადიკალურ ოპოზიციაში უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო აქტიურად წარიმართება.

„საჭიროა მსხვერპლი“, „გვჭირდება ლექსო ლაშქარავა კვადრატში“ – ეს არის ფრაზები „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ახალგაზრდული ფრთის, მათ შორის „სირცხვილიას“ წევრების საუბრებიდან და „ჩატებიდან“, რის შესახებაც ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებიდან ყოველდღიურად ჟონავს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, პარტიას აქვს ინფორმაცია, რომ შედგა საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის იმის შესახებ, რომ პარტიისა და პარტიული ტელევიზიების შენახვა ყოველწლიურად ათეულობით მილიონი დოლარი უჯდებათ.

„როცა, ვციტირებთ – „ამის მეათედ თანხად შეიძლება კილერის აყვანა და ვინმე მათიანის გაგორება“. ასევე, „სირცხვილიას“ ერთ-ერთ წარმომადგენელს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა სთხოვეს რამდენიმე „ჩატში“ ამ იდეის დატესტვა.

ყველამ ვიცით რა ღირებულებების მატარებელი არიან ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები. აქედან გამომდინარე, ყველაზე მძიმე პროვოკაციაზე წასვლაც კი მათგან არავის გაუკვირდება,“ – დასძინა პარტიის თავმჯდომარემ.

მისი შეფასებით, რადიკალური ოპოზიცია პრაქტიკულად არ ატარებს წინასაარჩევნო კამპანიას, არ აქვს საარჩევნო პროგრამები, არ ხვდება და არ ესაუბრება ხალხს და აშკარაა, რომ მათი საარჩევნო სტრატეგია, თავიდან ბოლომდე, პოლიტიკური პროცესების ხელოვნურ პოლარიზაციაზე, ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე, სიცრუესა და პროვოკაციებზე იქნება აგებული.

„მოვუწოდებთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს, არ გაბედონ პროვოკაციების მოწყობა ქვეყანაში მშვიდი წინასაარჩევნო გარემოს დასამძიმებლად. ასევე, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მაქსიმალურად იზრუნონ წინასაარჩევნო პროვოკაციების პრევენციაზე,“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებასა და არასრულწლოვანების შესახებ ინფორმაციასაც შეიცავს.

ამავე თემაზე:

პრემიერი ფარულ ჩანაწერებზე: დაწყებულია გამოძიება, დაამუშავებენ ყველა ვერსიას, მათ შორის, ხომ არ არის თეორიულად შესაძლებელი, რომ აქ ჩართული იყვნენ გახარია და ხოჯევანიშვილი

თავდაცვის მინისტრი ჟურნალისტებს: აღნიშნულ მოვლენებს ნუ აიგივებთ იმასთან, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა, როცა აუპატიურებდნენ ადამიანებს, იწერდნენ, შემდეგ აშანტაჟებდნენ

რატომ უნდა იქექებოდეს ვიღაც ჩინოვნიკი ჩემი შვილების პირად ცხოვრებაში? ეს კაგებეშნიკური მარაზმი ნიშნავს, რომ სსრკ დროშა ფრიალებს – გოცირიძე

„ჯაფარამ დაურეკა წმინდა კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მაზლის საყვარელს“ – არ იძებნება, დიდება უფალს“

ხოჯევანიშვილი წულუკიანზე: უღირს ადამიანებს საკმაოდ იოლად გამოსდით ბოროტების და სიცრუის ტირაჟირება

“დავუბარებივარ გახარიას თავის კაბინეტში, შესასრულებლად გაუგონარი დავალებაც მოუცია…” – წულუკიანი გახარიას მხარდამჭერებს მიმართავს

თუ ფარული ჩანაწერების გადაღებაში ვინმეს ბრალი მიუძღვის, რატომ გადადგომა? მაშინ უნდა დავიჭიროთ – ხვიჩია

სახალხო დამცველი: „მოსმენების კანონი“ 2018 წელს გავასაჩივრეთ, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება დღემდე არ მიუღია